საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მეოთხედფინალში გამოეთიშა

01 თებერვალი 2022, 22:10 1001 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიანატს 1/4-ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა დაძაბულ ბრძოლაში 1-3 დამარცხდა.

პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა. გამორჩეული იყო საქართველო ნაკრების ყველა მოთამაშე.

მეორე ტაიმში საქართველოს ანგარიშის გახსნა მალევე შეეძლო, მაგრამ ვილიანმა ვერ გაიტანა.
 ასათიანის გუნდი რამდენიმე წამში დაისაჯა. საპასუხო შეტევაში  ნიაზოვმა  ზუსტად დაარტყა და ანგარიში რუსებმა გახსნეს. 

24-ე  წუთზე საქართველოს ნაკრებმა აუტი  გაათამაშა, ელისანდროს პასის შემდეგ ბრუნო პეტრიმ შორეული კუთხე ჩაკეტა და რუსების კარში გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

28-ე წუთზე  ივან ჩიშკალამ  გაიტანა და ისევ მეტოქე დაწინაურდა.
ბოლო წუთებში ასათიანმა ნაკრების ტაქტიკა შეცვალა და მეკარის გარეშე 5 მოედნის მოთამაშით გააგრძელა.
შეხვედრის  დასრულებამდე 30 წამით ადრე საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გათანაბრების  შანსი მიეცა, მაგრამ რუსების  ნაკრების მეკარემ ჯერ არჩილ სებისკვერაძეს აუღო შემდეგ   დამატებაზე ბრუნო პეტრის აჯობა ,მოგერიებული ბურთის ჩიშკალას მიუვიდა, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა და საბოლოო ანგარიში 1-3 დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის  D ჯგუფში აზერბაიჯანის (3:2) და ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებები (2:1) დაამარცხა, ესპანეთის ნაკრებთან კი დამარცხდა (0:8).

ნახევარფინალში რუსეთის ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი