''მწვანე პასპორტი'' გაუქმდა - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება 

01 თებერვალი 2022, 13:38 2680 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. მწვანე პასპორტი უქმდება.

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას.

''ომიკრონის'' გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს ,,მწვანე პასპორტის'' მოთხოვნის ვალდებულება''- განაცხადეს ღიბრაძემ. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი