პირველი თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 2 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 566 ადამიანი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 164 572 საიდანაც: 5 454 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 776, მძიმე პაციენტია 142, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 44 პირი.
2 031 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 179 - თბილისში, 594 - აჭარაში. 157 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 1.