იგეგმება თუ არა სკოლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლა - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება 

31 იანვარი 2022, 12:53 3148 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თუ ეპიდემიოლოგების მოწოდება იქნება სკოლებისა და ბაღების ონლაინ რეჟიმზე გადაყვანის საკითხზე, საკოორდინაციო საბჭო სხდომაზე იმსჯელებენ, რომელიც ხვალ გაიმართება. 

''თუ ეპიდემიოლოგები ამ საკითხს დააყენებენ ვიმსჯელებთ, ხვალინდელი საკითხები ჯერ არ ვიცი'' - განაცხადა მინისტრმა. 

კორონავირუსის შემთხვევების გამო საქართველოს მასშტაბით ათობით სკოლა დაიხურა. ინფიცირებულები არიან, როგორც პედაგოგები ასევე მოსწავლეები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში