„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

31 იანვარი 2022, 12:35 960 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს - ამის შესახებ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის შიგნით იყო აზრთა სხვადასხვაობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

„არა მხოლოდ ფრაქციაში, პარტიის შიგნით იყო ინტენსიური მსჯელობა, ყველა ჯგუფთან, რომელიც წლების განმავლობაში იბრძვიან არსებული ვითარების შესაცვლელად. შაბათს შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში