სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის 2024 წელი იყო უმნიშვნელოვანესი, ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას - არარატ მირზოიანი

30 იანვარი 2025, 10:47 142 ნახვა

2024 წელი იყო უმნიშვნელოვანესი წელი სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. 2024 წელს ოფიციალურად პარტნიორები გავხდით. ჩვენი ურთიერთობები ორ ერს შორის ისტორიულად, საუკუნეების განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე ვითარდებოდა, მაგრამ ეს უკვე ოფიციალურად გაფორმდა, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული პარტნიორობა ახალი შესაძლებლობაა სომხეთისა და საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე ეკონომიკური პარტნიორობისთვის.

„ეს მნიშვნელოვანია ასევე სხვა სფეროებისთვისაც, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და ბევრი სხვა მიმართულებით, სადაც გაძლიერდება ჩვენი პარტნიორობა. დღეს ქალბატონ მაკასთან შევაჯამეთ ის ერთობლივი მიღწევები, რაც ბოლო წლის განმავლობაში გვქონდა, განვსაზღვრეთ სამომავლო ნაბიჯები. ძალიან გვახარებს იმის აღნიშვნა, რომ ჩვენი მიმდინარე ვიზიტები უმაღლეს დონეზე ხორციელდება, ეს არის ნამდვილი, ღრმა დიალოგის მტკიცებულება საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ურთიერთობა კოლეგა უწყებასთან და ამას ვაგრძელებთ დიალოგის ფორმატში, როგორც ოფიციალურ, ასევე, ვიქნებით სტუმრის როლში და ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებთ. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ ვისაუბროთ ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტრანზიტზე და არ გამოვტოვებთ იმ დიდ პოტენციალს, რომელიც კავკასიას გააჩნია, სომხეთ-საქართველოს, რა თქმა უნდა, ტრანსპორტის, ტრანზიტის მიმართულებით.

ჩვენ მოგვიწევს აზერბაიჯანის ხსენებაც, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ამ კონტექსტში სომხეთის ინიციატივა სამშვიდობო დიალოგის, აქტიური პარტნიორობის, როგორც ეკონომიკური, ასევე ტრანსპორტის მიმართულებით არა მარტო ჩვენს რეგიონს, არამედ ფართო რეგიონს ეხება. იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაწყებული გვაქვს, ჩვენ შევიმუშავეთ წინადადება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, როდესაც მოხდება ბლოკის მოხსნა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს ამაზე საუბარი და გვინდა, ეს ბლოკი მოიხსნას და ამ პროექტებს, რომელსაც კარგად იცნობთ, რომ გადავიდეთ საბოლოო შეთანხმებაზე აზერბაიჯანთან და მოვახდინოთ მდგომარეობის სტაბილიზაცია. ჩვენ ამ მიმართულებით გვინდა, მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა, ეს იქნება ტრანსპორტის მიმართულებით, დაბლოკილი ინფრასტრუქტურის გახსნის მიმართულებით, დელიმიტაციის მიმართულებით, დემარკაციის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს მიღწევები სომხეთს და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის თაობაზე. აქვე მინდა, ვახსენო, გვაქვს იგივე ერთგულება სომხეთ-საქართველოს მიმართულებით საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის მიმართულებით, მზად ვართ გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა. კიდევ ერთხელ, ძალიან მიხარია თქვენი მასპინძლობა ჩემს ძვირფას კოლეგას, პარტნიორს მივესალმები და დარწმუნებული ვარ, იმ მოგზაურობის დასაწყისი, რომელსაც ერთად გავივლით“, - განაცხადა მირზოიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში