საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 35 პაციენტი

31 იანვარი 2022, 10:50 902 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 35 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 8 503 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 623 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 148 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 475 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 20.75% ხოლო 7 დღის მანძილზე - 23.80%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 7 078 შემთხვევა, აჭარა - 1 734, იმერეთი - 1 740, ქვემო ქართლი - 661, შიდა ქართლი - 554, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 640, კახეთი - 206, მცხეთა-მთიანეთი - 136, სამცხე-ჯავახეთი - 268, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 151 139. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი