პირველადი დათვალიერებით გლდანში 5 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ნახშირჟანგის დაგროვება გახდა. -ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ განაცხადა. თბილისი ენერჯი აღნიშნავს, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ბინაში შესვლისას გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.