უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბათუმში

28 იანვარი 2022, 20:27 1360 ნახვა

ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ევროპის მოედანზე შეკრებილებმა რუსული აგრესია დაგმეს .აქციის წევრების განცხადედბით, 2008 წელს  უკრაინის პრეზიდენტი იყო პირველი,რომელიც  საქართველოში ჩამოვიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყანას და სწორედ ახლა არის დრო საქართველოც ამ ქვეყნის მიმართ იყოს სოლიდარული.   მხარდამჭერ აქციას „ლელოს“ წევრებიც შეუერთდნენ . აქციაზე საქართველოში მცხოვრები  უკრაინისა და ბელარუსის  მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.  სოლიდარობის აქცია მოძრაობა „არ გადადოს“ ორგანიზებით გაიმართა.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი