,,კალიფორნიის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება. მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა ამ ვერდიქტით Netflix-ი ფაქტობრივად დასვა საჭადრაკო დაფასთან“ -ასეთია მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველის შეფასება რეზონანსულ საქმეზე. სექტემბერში დაწყებულ დავაზე ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს. საქმე ეხება „ნეტფლიქსის“ მინისერიალ „ლაზიერის გამბიტს“. ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია,სწორედ აქ იწყება პრობლემა და ეს დეტალი გახდა დავის საგანი.