ყაზახეთში იანვრის მოვლენების დროს ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ საფუძვლიანად დაგეგმილი თავდასხმა განხორციელდა, რომელიც საბოლოო ჯამში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა მმართველი პარტიის „ნურ ორტანის“ რიგგარეშე ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე თოყაევი მმართველი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი კანდიდატურა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა წარადგინა.