ბაიდენისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარი

28 იანვარი 2022, 10:51 729 ნახვა

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით,  ბაიდენმა საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გადამწყვეტი პასუხი გასცეს რუსეთს,  თუკი  უკრაინაში კვლავ შეიჭრება. მან ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს კოორდინირებული დიპლომატიური ძალისხმევა ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს პრინციპს – „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში