საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

28 იანვარი 2022, 10:57 773 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ბოლო 24 საათში 5 397 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 64 412 კვლევა ტესტით, მათ შორის 41 613 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 799 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 17.88% ხოლო 7 დღის მანძილზე - 22.10%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 256 შემთხვევა, აჭარა - 1 523, იმერეთი - 2 219, ქვემო ქართლი - 780, შიდა ქართლი - 775, გურია - 240, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 865, კახეთი -683, მცხეთა-მთიანეთი - 289, სამცხე-ჯავახეთი - 388, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 48.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა  125 410. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში