მუხაისტატეში, მეგობრობის ქუჩაზე მცხოვრებლებმა დღეს ამორტიზებული შიდა სასოფლო გზის პრობლემა გააპროტესტეს. მოსახლეობა ამბობს, რომ დასახლებაში სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ჯგუფებსაც უჭირთ პაციენტამდე დროულად მისვლა.გზის ეს ნაწილი უხვი ნალექის და სეზონური წვიმების დროს ყოველთვის იტბორება. მოსახლეობა ამბობს, რომ საკითხზე რამდენჯერმე მიმართეს ქობულეთის მერიას, თუმცა უშედეგოდ. ქობულეთის მერიაში სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადეს და წერილობით გვიპასუხეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.