ანგისის 13 ნომერში მცხოვრებლები დეველოპერულ კომპანია „ნევ ბათუმს“ ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ ბინები ჯერ კიდევ 2019 წელს ყველანაირი კომუნიკაციების უზრუნველყოფით უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა შენობაში ამ დრომდე კომუნიკაციები შეყვანილი არ არის. მერიაში უთხრეს, რომ რადგანაც კერძო დავაა, ვერ დაეხმარებიან. ინვესტორი კი მობინადრეებს უცხადებს, რომ ხელშეკრულებაში მსგავსი პუქტები გაწერილი არ ყოფილა. აქციის მონაწილეეებს დღეს ოფისი დაკეტილი დახვდათ.