“ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა“ – პროექტის შესახებ ბათუმის მერიაში არჩილ ჩიქოვანმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ისაუბრეს.
ინიციატივას ბათუმი მეორე წელია, რაც შეუერთდა. მემორანდუმის თანახმად, ბათუმის მერიამ აიღო ვალდებულება, რომ ყურადღება დაეთმოს ბავშვებსა და მათ ირგვლივ არსებულ საკითხებს.
მერიის ინფორმაციით, უწყებაში შექმნილია სამუშაო ჯგუფი. ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში 40-ზე მეტი ქვეყნის 3 000 ქალაქია ჩართული. ინფორმაცია და ვიდეო-მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.