"რეზოლუცია რუსეთის აგრესიაზე რუსეთის გარეშე", "რუსეთი ოკუპანტია" - ამ ბანერებითა და საყვირებით საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ამ ფორმით "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებულ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ დუმილი ოკუპანტ ქვეყანასთან დანაშაულია.
"ის, რომ ჩვენი ქვეყანა რეზოლუციაში საერთოდ არ ახსენებს რუსეთს არის ნიშანი, რომ ეშინიათ. ეს არის ნიშანი იმის, რომ ,,ქართულ ოცნებას'' უბრალოდ არ აქვს უფლება რუსეთზე ცუდის თქმის"-აცხადებს გიგა მაქარაშვილი.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სამოქალაქო სექტორი ასევე მუშაობს ალტერნატიულ რეზოლუციაზე, სადაც საუბარი იქნება, რომ რუსეთი აგრესორია.