წელს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად მოთხილამურე პატრული დაიცავს. საკურორტო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომლებმა, შსს-ს აკადემიაში გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს. ტრენინგს საქართველოს ყველა რეგიონიდან პატრულის 74 თანამშრომელი ესწრებოდა. ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, თოვლმავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით სათხილამურო გზებზე გადაადგილება აიკრძალა.