„ომიკრონის“ ცირკულაცია მომატებულია ქვეყანაში - ჩვენი გათვლებით დაახლოებით 90% უკვე გახლავთ „ომიკრონი“, რაც ცირკულირებს ყველა დადებით შემთხვევაში-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში "ომიკრონის" ორივე ქვეშტამია იდენტიფიცირებული.
„ასევე მოგეხსენებათ არის „ომიკრონის“ 1 ქვეშტამი: პირველი, რომელმაც დაიწყო ცირკულირება გასული წლის ნოემბერში - BA.1 და შემდგომ გაჩნდა მეორე - BA.2. ჩვენთან ორივე იდენტიფიცირებულია. მეორე შტამს კიდევ უფრო სწრაფი გადამდებლობა ახასიათებს და დიდი ალბათობით, სწრაფი აღმავალი ტალღა შესაძლებელია მასთან იყოს დაკავშირებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მომავალი ორი კვირის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობა კიდევ მეტი იქნება.
გამყრელიძის თქმით, თუ რესპირატორული სიმპტომები ეწყება პაციენტს არ არის საჭირო რამდენიმე ადგილზე გატესტვა უნდა დარჩეთ სახლში.
"ჩემი მთავარი რეკომენდაცია ყოველთვის გახლდათ, რომ მაქსიმალურად დავემორჩილოთ იმ რეგულაციებს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს - ყველამ ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, სანიტარული წესრიგი, თავი ავარიდოთ დიდ თავშეყრებს, განსაკუთრებით სადაც სუფრა არის, იმიტომ რომ ყველაზე მეტი გავრცელება ხდება ამ ადგილებში"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.