კორუფციის აღქმის ინდექსი საქართველოს შედეგი ერთი ქულით გაუარესდა

25 იანვარი 2022, 10:58 1059 ნახვა

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს  შედეგი ერთი ქულით გაუარესდა. ''საერთაშორისო გამჭვირვალობის'' სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს 55 ქულა აქვს, რაც საშუალო მაჩვენებელია.

რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 45-ე ადგილს და რეგიონში [აღმოსავლეთ ევროპა და შუა აზია] პირველობას ინარჩუნებს. 

''საერთაშორისო გამჭვირვალობის''' შეფასებით, საქართველოს ქულა საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა 2012 წლის შემდეგ, რაც ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს.

„კორუფციის აღქმის ინდექსში“ მთავარ პრობლემებს შორის დასახელებულია არაფორმალური მმართველობა, სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების არაჯანსაღი კონცენტრაცია მმართველი პარტიის ხელში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი