ბათუმის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს​ - შემოსავლების სამსახური

24 იანვარი 2022, 15:25 744 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე განმარტებით, სამართალდარღვევის ერთი ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“ აღიკვეთა.

"უკრაინის მოქალაქის ა.პ.-ს კუთვნილ კომერციული დანიშნულების, არადეკლარირებულ 3 687 ლარის ღირებულების საქონელს, კანონმდებლობის შესაბამისად წითელი დერეფანი განესაზღვრა.

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, კი მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მხრიდან შემოსული სატვირთო მანქანის (რომელსაც საქართველოს მოქალაქე რ.ბ. მართავდა) დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 3 498 ღირებულების არადეკლარირებული საქონელი.“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 7 185 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში