საფრანგეთში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება

24 იანვარი 2022, 14:50 1018 ნახვა

საფრანგეთის ხელისუფლება პირბადეების სავალდებულო გამოყენებაზე უარს ამბობს. პრემიერ-მინისტრმა პრეს-კონფერენციაზე კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, 2 თებერვლიდან ქუჩაში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება. 

ამ დღიდან  უქმდება დისტანციურად მუშაობის რეკომენდაცია, ასევე  კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველთა რაოდენობაზე  შეზღუდვა.  შემდგომ 16 თებერვლიდან გაიღება დისკოთეკები და ხელისუფლება კონცერტების ჩატარების  ნებასაც დართავს.  

ამას გარდა,  სტადიონებზე, კინოთეატრებსა და ტრანსპორტში  ჭამა-სმა ნებადართული იქნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი