„თალიბანის“ დელეგაციის პირველი ვიზიტი ევროპაში 

24 იანვარი 2022, 10:05 645 ნახვა

„თალიბანის“ დელეგაცია პირველი ვიზიტით ევროპაში ჩავიდა. თალიბების ჯგუფს ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს.

„თალიბანის“ წევრები სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ევროპული ქვეყნების ოფიციალურ პირებსა და ავღანეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მედიის ინფორმაციით, თალიბების დელეგაციაზე იქნება ზეწოლა, შეასრულოს დაპირებები ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რის სანაცვლოდ მილიარდობით დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს, რომელიც ამჟამად გაყინულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი