საქართველოს ჩემპიონი ბათუმის ''დინამო'' თურქულ შეკრებას განაგრძობს.
ახალი სეზონის მოსამზადებელ პერიოდში კი მეორე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩენსტოხოვას "რაკოვთან" გამართა და ფრედ 3-3 ეთამაშა.
- შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა გახსნა.
- მე-20 წუთზე ანგარიში გათანაბრდა. გოლი გუტკოვსკის ანგარიშზეა.
- 10 წუთში პოლონელები წინ გავიდნენ. "რაკოვი"ლედერმანმა დააწინაურა.
- 34-ე წუთზე კი ბენჟამინ ტაიდიმა გაიტანა და პირველი ნახევარი ფრედ 2-2 დასრულდა.
- 57-ე წუთზე საპალამ გაიტანა და ანგარიში 3-2 პოლონელების სასარგებლოდ გახდა.
- 83-ე წუთზე მატჩში დუბლი თორნიკე გაფრინდაშვილმა შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3-3 დააფიქსირა.
- "რაკოვი" პოლონეთის ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ მესამე პოზიციაზე იმყოფება.
პირველ ამხანაგურ მატჩში გია გეგუჩაძის გუნდი პოლონურ პოზნანის ''ლეხს'' დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა. იმ შეხვედრაში გოლები მამუჩაშვილმა და გაფრინდაშვილმა გაიტანეს.
მოსამზადებელ პერიოდში შავიზღვისპირელები შემდეგ შეხვედრას 27 იანვარს სლოვენიის ჩემპიონატის წარმომადგენელ ველენიეს "რუდარის" წინააღმდეგ გამართავს.
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი