სოფელ სალიბაურში სახლს საძირკველი გამოეცალა და ერთ მხარეს გადაიხარა

21 იანვარი 2022, 22:29 3474 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ სალიბაურში სახლს საძირკველი გამოეცალა და ერთ მხარეს გადაიხარა. სიხარულიძეების 4 წევრიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს.

მათივე თქმით, სახლს საძირკვლის ნახევარი გუშინ გამოეცალა, რის შემდეგაც შესაბამის სამსახურებს მიმართეს. ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ითხოვს.

"გუშინ სახლს ნახევარი საძირკველი გამოეცალა, რის შემდეგაც მივმართე გამგებელს, ცხელ ხაზზეც დავრეკე ავუხსენი მდგომარეობა. დამპირდნენ, მოვალთო ჯერ არავინ მოსულა. მყავს 2 მცირეწლოვანი შვილი. არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად ვიყავი, ძლივს გამოვასწარი გარეთ. ვარ სოციალურად დაუცველი ვითხოვ დახმარებას, ღამის გასათევი არ მაქვს, დამეხმაროს მერია გადამიყვანოს სადმე, უსაფრთხო ადგილას", - აცხადებს კობა სიხარულიძე.

შემთხვევის ადგილას იმყოფება ხელვაჩაურის მერი. ზაზა დიასამიძის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახს მერია ქირით გადაიყვანს.

"შევეცდებით უმოკლეს ვადებში აღდგენით სამუშაოებში დავეხმაროთ ოჯახს და მივაქციოთ ყურადღება. მანამ ქირით გავიყვანთ. როგორც ჩანს, სიძველის გამო მოხდა სახლის გადაცურება", - განაცხადა ზაზა დიასამიძემ.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი