ერდოღანი რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს

21 იანვარი 2022, 18:03 1040 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მშვიდობის დამყარებისკენ მიისწრაფვის და იმედოვნებს, რომ რეგიონში უარყოფითი მოვლენები არ განვითარდება. 19 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა ზელენსკისა და პუტინს თურქეთში შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის ნებისმიერი როლი შეასრულოს, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში დაძაბულობა განმუხტოს. 18 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივა არარეალისტურია და მან ეს კრიზისი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უნდა განიხილოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი