სოციალური მომსახურების გაფიცული თანამშრომელბის და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა სოციალურმა აგენტებმა განაცხადეს, რომ კოლეგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას დათანხმდებიან თუ არა შეთავაზებას. ცნობილია,რომ ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე - ხელფასის 100%-ით ზრდასთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგი არ დამდგარა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმდენ, რომ შემდგომი განვითარების და გაძლიერების გეგმებზე მუშაობა მოლაპარაკების რეჟიმში გაგრძელდება.