ბათუმის სამშობიარო სახლში 21 იანვრის მონაცემებით, 40 კოვიდ დადასტურებული ორსული მკურნალობს. ამ ეტაპზე კლინიკა სრული დატვირთვით მუშაობს და ყველა ადგილი დაკავებულია. კლინიკის დირექტორის თქმით, დღეს იგეგმება 8 პაციენტის გაწერა, რის შემდეგაც ახალი პაციენტების მიღებას შეძლებენ.
ნუგზარ პაპავა ამბობს, რომ მომართვიანობა განსაკუთრებით შობის დღესასწაულის შემდეგ გაიზარდა.
მისივე განცხადებით, მძიმე პაციენტი არ ჰყავთ, ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვირუსი საშუალო სირთულით მიმდინარეობს.
ნუგზარ პაპავას თქმით, ორსულების ნაწილი აცრილია.
''ჩვენ გვაქვს კოორდინაცია სასწრაფო დახმარების ცენტრთან და ყოველ საათში ვაწვდით ადგილების შესახებ ინფორმაციას. პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას განრიგით გადმოჰყავთ. როდესაც გაეწერება ერთი, შემოყავთ ახალი. ჯერ რთული შემთხვევები არ გვაქვს. სტაბილური პაციენტებია. შემოდგომაზე, წინა პიკურ პერიოდში არცერთი ორსული, რომელიც კლინიკაში მოხდა აცრილი არ იყო. ახლა დაახლოებით 20% აცრილი მოდის. შესაბამისად ბევრად უფრო იოლად მიდის ავადობა'' - განაცხადა ნუგზარ პაპავამ.
რაც შეეხება მედ-პერსონალის ინფიცირებას. კლინიკის დირექტორის თქმით, შემთხვევები არის, ამ ეტაპზე იზოლაციაში იმყოფება რამდენიმე პირი, მაგრამ რესურსი აქვთ და ეს პრობლემას არ შექმნის.
''როგორც სხვა კლინიკებში ჩვენთანაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები თანამშრომლებში, მაგრამ ეს ის რაოდენობა არ არის, რითაც პარალიზება მოხდება სამედიცინო დაწესებულების. სამი ადამიანი არის ინფიცირებული, ისინი იზოლაციაში არიან. თავს კარგად გრძნობენ. ვადის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდებიან'' - განაცხადა სამშობიარო სახლი დირექტორმა.