აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემით, რეგიონში სრულად დისტანციურ სწავლებაზე არცერთი სკოლა არ არის.
ონლაინ სწავლებაზეა გადასული 14 ცალკეული კლასი, თოთხმეტივე ბათუმში.
საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი 5 დღის წინ, 17 იანვარს განახლდა.