21 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 407 ადამიანი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 64 625 საიდანაც: 4 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 612. მძიმე პაციენტია 131, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 50 პირი.
1 895 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 139 - თბილისში, 563 - აჭარაში.
58 388 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 6.