სოციალური აგენტების გაფიცვა - მიზეზი და შედეგი

20 იანვარი 2022, 20:10 1043 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე სოციალური სააგენტოს  გაფიცულ თანამშრომლებს ხვალ შეხვდება და როგორც უწყებაში ამბობენ, მზად არიან დიალოგისა და მოლაპარაკების რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა, რისთვისაც მზაობა მეორე მხარემაც გამოთქვა.

თბილისის მსგავსად სააგენტოს თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია ბათუმშიც გამართეს. პროტესტის მონაწილეების თქმით, შეთავაზება, რომელიც მათ მიიღეს ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არასაკმარისია. ისინი ხელფასის ასპროცენტიან ზრდას, სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას და სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად ტრანსპორტის გამოყოფას მოითხოვენ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი