თბილსსა და ბათუმში სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები იკრიბებიან. დედაქალაქში მთავრობის ადმინისტრაციასთან , ბათუმში კი ჯანდაცვის სამინისტროსთან გააკეთებენ საერთო განცხადებებს.
ქვეყნის მასშტაბით, სოციალურ სამსახურში დასაქმებული 600-ზე მეტი პირიდან, დაახლოებით 400-ია გაფიცული. მათ შორის არიან როგორც სოცაგენტები, ასევე იურისტები, სპეციალისტები და სხვა პროფესიის ადამიანები.
გაფიცულები ხელფასების გაორმაგებას ითხოვენ და ანაზღაურების შეთავაზებულ 60%-მდე ზრდას არ ეთანხმებიან. ხელფასების მატებასთან დაკავშირებით განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გააკეთა.
მუშაკებს ხელფასი პირველი თებერვლიდან მოემატებათ. ამასთან, სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე მოითხოვს მინისტრთან შეხვედრას, რათა დააკმაყოფილონ აქციის მონაწილეების მოთხოვნები.