დიდთოვლობის გამო აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ინფორმაციას დეპარტამენტი თავად ავრცელებს.
მათვე ცნობით, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი.
"მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა. ხილვადობა შეზღუდულია და გართულებულია სამუშაოების წარმოება.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს ადმინისტრაციულ თემებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდას"- აცხადებენ დეპარტამენტში.