აქცია პენიტენციურ დაწესებულებთან

27 იანვარი 2025, 20:34 185 ნახვა

ადვოკატმა პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა, გიორგი ხიმშიაშვილის თქმით ჟურნალისტი კონტაქტურია, ადეკვატურია, ვიზუალურად კარგად არის გადაადგილდება დამოუკიდებლად და აგრძელებს შიმშილობას მიუხედავად ოჯახის წევრების, კოლეგების მოწოდებისა შეწყვიტოს შიმშილობა ეს მისი გადაწყვეტილებაა -აცხადებს ადვოკატი.
მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართა რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებასთანაც. აქციის მონაწილეები მზია ამაღლობელის, გათავისუფლებას ითხოვენ. განცხადება ლელოს წევრებმაც გააკეთეს - მოუწოდეს შესაბამის უწყებებს გაავრცელონ ინფორმაცია მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში