ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მზია ამაღლობელის საქმეზე

27 იანვარი 2025, 18:04 183 ნახვა

ჟურნალისტების, რედაქტორებისა და მედიამენეჯერების ნაწილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინეს, ხელს ქვეყნის მასშტაბით მედიის 311 წარმომადგენელი აწერს.
განცხადებაში წერია რომ მას არ ჩაუდენია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის დანაშაული, აცხადებენ რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად გაუარესდა მედიაგარემო ამასთან, დაიწყო მედიის წარმომადგენლების მიმართ რუსული სტილის რეპრესიების განხორციელება.
განცხადების ავტორები მოითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში