სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს, სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში ჩემს ეპარქიაშია - მეუფე ნიკოლოზი

19 იანვარი 2022, 15:35 630 ნახვა

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ინიციატივით გამოდის, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს, რისთვისაც საკუთარ ეპარქიას გამოყოფს.

მისივე თქმით, სახელმწიფოს თუ მოეწონება მისი ინიციატივა, მზად არის, იყოს შუამავალი სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის.

მიტროპოლიტი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ ინიციატივას დათანხმდება.

„სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს. მგონია, რომ კარგი იქნება, თუ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ პრეზიდენტი იყოს შინაპატიმრობაში. ჩემი აზრი იყო, რომ მოსახერხებელი იქნება, არ იყოს ის თავის სახლში, ანუ სადაც აქ ცხოვრობს თბილისში, ამიტომ შევთავაზე ჩემი ეპარქია. თუ სახელმწიფოს ეს ინიციატივა მოეწონება, ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილსაც შეარჩევენ, მე ვიქნები შუამავალი სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის“-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი