თურქეთის ინიციატივა

19 იანვარი 2022, 14:09 867 ნახვა

მოსკოვსა და კიევს  დროებითი შეთანხმება ესაჭიროებათ, რათა არსებული კრიზისი  საბოლოოდ მოგვარდეს - აცხადებს თურქეთის  პრეზიდენტის  ოფიციალური წარმომადგენელი იბრაჰიმ კალინი. თუმცა მომავალში  არსებული სიტუაციის მოგვარების შემთხვევაშიც კი დასავლეთსა და რუსეთს შორის უთანხმოებას არ გამორიცხავს.  ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია დროებითი საერთაშორისო შეთანხმების მიღწევა და ეს გონივრულად და მოთმინებით უნდა გაკეთდეს - აცხადებს ერდოღანის წარმომადგენელი.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა  უკრაინისა და რუსეთის ლიდერები თურქეთში მოლაპარაკებების მიზნით მიიწვია.  ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მზად არის  ნებისმიერი როლი ითამაშოს რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის შესამცირებლად. 

ერდოღანის ინიციატივას კრემლში უკვე გამოეხმაურნენ. პუტინის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი მიესალმება ნებისმიერი ქვეყნის ძალისხმევას  უკრაინაში სიტუაციის  მოსაგვარებლად.  თუმცა აღნიშნავს, რომ ძირითადი უთანხმოება უკრაინის მხრიდან მინსკის შეთანხმებების  შესრულების პროცესის გაწელვაა. თუ თურქეთი კიევს მისნკის შეთანხმებების შესრულებისკენ უბიძგებს, ამას მხოლოდ მივესალმებით, შეხვედრის ჩატარების ადგილი კი მეორეხარისხოვანია - განაცხადა პესკოვმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი