სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიზარდა - ჯანდაცვის სამინისტრო

19 იანვარი 2022, 11:21 784 ნახვა

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს გაიზარდა „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანადაფინანსების მოცულობა და თითოეული ოჯახი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საცხოვრებელი ფართის შესაძენად მიიღებს 30 000 ლარს, ნაცვლად 25 000 ლარისა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცვლილება შეეხო ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების წესს, აღნიშნულ შემთხვევაშიც დაფინანსება გაიზარდა 5000 ლარით და ხანძრით დაზარალებული ოჯახები 15 000 ლარის ნაცვლად მიიღებენ 20 000 ლარს.

"სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით განიხილეს სტიქიისა და ხანძრით დაზარალებული 41 ოჯახის დახმარების საკითხი. კომისიის წევრებისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით უახლოეს პერიოდში აღნიშნულ ოჯახებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფათ 742 094 ლარი"-აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

2021 წელს სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებულ 288 ოჯახზე გამოიყო ფინანსური დახმარება 1 751 703 ლარის ოდენობით.

 

 

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი