აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ისევ თოვს

19 იანვარი 2022, 10:26 1020 ნახვა

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ისევ თოვს.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, უკვე მეხუთე დღეა რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 70 სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გასაწმენდად უწყვეტ რეჟიმშია ჩართული.

იწმინდება როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი, ასევე სასოფლო გზები.

"ხულოში ფაქტიურად ვასრულებთ ადმინისტრაციულ ცენტრებამდე გაწმენდით სამუშაოებს, თუმცა არის მიმართულებები, სადაც თოვლის სიმაღლე 2 მეტრს აღემატება და სამუშაოები არის შეფერხებული. ვფიქრობთ საღამომდე ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს ექნება მიმოსვლა აღდგენილი"- განაცხადა ზაზა შავაძემ.

ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტში რეკომენდირებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი