არ უნდა გავთამამდეთ და ვთქვათ, რომ „ომიკრონს“ გადავიტანთ როგორც სურდოს - გამყრელიძე 

18 იანვარი 2022, 12:01 1675 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოქაალქეებს ''ბუსტერ'' დოზის გაკეტებისკენ მოუწოდებს. ამირან გამყრელიძის თქმით, მესამე დოზა ''ომიკრონის'' შტამტან მიმართებაშიც ეფექტურია. 

''ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, რომ ყველა აიცრას ვინც არ არის აცრილი ორი დოზით, ხოლო ვინც ორი დოზით აცრილია უმორჩილესად გთხოვთ მიბრძანდეთ და გაიკეთოთ ''ბუსტერი''. ''ბუსტერი'' შეგიძლია გაიკეთოთ ''სინოფარმი'', სინოვაკითაც'', მაგრამ უმრავლესობა, 85% მოდის ''ფაიზერზე''.

ფაიზერის ბუსტერიზაცია დამიჯერეთ საკმაოდ იცავს ''ომიკორონით'' ინფიცირებისგან. ასევე, რომ დაემართოს ინფექცია მიმდინარეობს ძალიან მსუბუქად. დღეს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის მასობრივი ბუსტერიზაცია'' - განაცხადა გამყრელიძმ. 

მისივე თქმით, მესამე დოზა უკვე გაიკეთა ​120 000 მოქალაქემ. ამირან გამყრელიძის თქმით, მეორე მთავარი რეკომენდაცია არის ღია და დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება. 

„ჩვენთან 1 254 შემთხვევაზე დაახლოებით 17-20 პროცენტი გვაქვს რეინფიცირება, ანუ ადამიანი იყო ინფიცირებული „დელტათი“, მერე დაინფიცირდა „ომიკრონით“. ამიტომ ის გვერდს უვლის „დელტას“ და ხდება ინფიცირება. ხაზს ვუსვამ, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული ინფიცირება დიდი ალბათობით გახლავთ შედარებით მსუბუქი, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონია“ ახლა, გადავიტან მას როგორც სურდოს. არა – „ომიკრონიც“ იწვევს გართულებას,  დამძიმებას. ამიტომ ჯობია, რომ არ შეგხვდეთ „ომიკრონი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს 50 პროცენტი ცირკულირებს „ომიკრონი“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი