იგეგმება თუ არა სკოლების სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა - თამარ გაბუნიას განმარტება 

18 იანვარი 2022, 11:34 7273 ნახვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია კვლავ უცვლელია, სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ საკლასო გარემოში განაგრძონ ფუნქციონირება.

მისივე თქმით, სამინისტრო მშობელს ასევე სთავაზობს ონლაინსწავლების შესაძლებლობასაც. 

''სკოლების მზაობაც საკმაოდ მაღალია. მათ გაიარეს არაერთი პანდემიური ტალღის ეტაპი. იციან და ადაპტირებულია ის პროტოკოლები რაც საჭიროა ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში. 

სკოლების უმრავლესობას ძალიან მარტივად შეუძლია გამოიყენოს მოქნილი მექანიზმი დისტანციური სწავლების ამოქმედებისთვისაც. ბავშვებს და მშობლებს სთავაზობენ, რომ მათ აირჩიონ, რომელი ურჩევნიათ და ამ კუთხით ეს ქმნის მნიშვნელოვან გარანტიებს.

ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესი - სკოლებში 70%-ს აღემატება ვაქცინირებული პერსონალის რაოდენობა და ამ მიმართულებითაც მუშაობა გრძელდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი