18 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 659 საიდანაც: 4 465 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 614. მძიმე პაციენტია 136, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 45 პირი.
2 050 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 233 - თბილისში, 581- აჭარაში.
51 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 44, ხოლო აჭარაში - 6.