ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამთო კურორტებზე დამატებითი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება.
„ დამატებითი რეგულაციები ამ ეტაპზე არ იგეგმება. თუ დადგება დღის წესრიგში, ამ საკითხს საბჭოზე განვიხილავთ. ამ ეტაპზე ჩვენ ვთვლით, რომ ის რეგულაციები, რაც დაწესებულია საკმაოდ ადეკვატურია“, - განაცხადა ნათია თურნავა.