ბათუმის საბავშვო ბაღებში 8 095-დან 1 041 ბავშვი გამოცხადდა. დღეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზამთრის არდადეგები 17 იანვრამდე გაგრძელდა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა 80% ვაქცინირებულია. ასევე რეგულარულად უტარდებათ ტესტირება.