შტორმი შავ ზღვაზე

15 იანვარი 2022, 18:23 16856 ნახვა

ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში შტორმის გამო გემმა დაკარგა მანევრირების უნარი და ტალღებმა მახინჯაურის სანაპიროზე გარიყა. აქ ნავმისადგომი არ არის, თუმცა გემი იძულებით სანაპიროსთან ახლოს დგას.

ეს ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან მოგვაწოდეს და განმარტეს, რომ უწყება ინფორმირებულია და ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს.

გემი რუსული დროშის ქვეშ მცურავია. როგორც ვიცით კონფლიქტში მყოფი ქვეყნის დროშის აღმართვა საქართველოში აკრძალულია, თუმცა როგორც საზღვაო ტრანსპორტში აცხადებენ რომ მცურავი საშუალება რუსეთის საკუთრებაა და საცნობი ნიშნის ტარების ვალდებულება ჰქონდა.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში