აქცია სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით

15 იანვარი 2022, 15:23 873 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ნიჟარაძის ქუჩაზე მცხოვრებლები წყლის მიწოდების მოთხოვნით შეიკრიბნენ. ამბობენ, რომ  70-მდე ოჯახს წყალი გაურკვეველი გრაფიკით აქვთ, მეოთხე დღეა კი საერთოდ არ მიეწოდებათ.  დასახლებაში მცხოვრებლების თქმით, ბათუმის წყალმა დასახლებამდე წყლის მილები მიიყვანა, თუმცა ინდივიდუალური დაერთება არ მომხდარა.

შექმნილ პრობლემას ხელვაჩაურის მერის წარმომადგენელი ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას  და აბონენტების ზრდას უკავშირებს. 

ბეგლარ აბაშიძე განმარტავს, რომ გზის მშენებლობის გამო 40 -მდე ინდივიდუალური წყაროს წყალი დაშრა,  პარალელურად გაიზარდა აბონენტების რაოდენობაც.  180 ოჯახზე გათვლილი ჭაბურღილი კი 285 ოჯახს აღარ ჰყოფნის.საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგზაო დეპარტამენტში კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ბათუმის წყლის  განცხადებით,   აღნიშნული ტერიტორია არ მიეკუთვნება ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებს. წყლის ახალ ქსელზე დაერთების მიზნით მოსახლეობამ შუამდგომლობისათვის უნდა მიმართოს შესაბამის მუნიციპალიტეტს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი