საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში ტაჯიკეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებლად უკვე სამი დღეა საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება . უახლოესი შეხვედრებისთვის გუნდი 17 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.