ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თვითიზოლაციის ვადები შემცირდა.
მისივე განმარტებით, უსიმპტომო პაციენტებისთვის ოზოლაციის პერიოდი 8 დღემდე მცირდება.
"8 დღემდე მცირდება უსიმპტომო მსუბუქი პაციენტების იზოლაციის პერიოდი. სიმპტომიანი პაციენტების კი 10-დღემდე. კონტაქტების შემთხევაში თუ არის ვაქცინირებული და დაბუსტერებული ან ახალი გადატნილი თუ აქვს კოვიდი 90 დღის მანძილზე თვითიზოლაციის ყოველგვარი ვალდებულება ეხსნებათ,"- ბიძინა კულუმბეგოვი.
ექიმებთან კონსულტაციის შედეგ ითქვა, რომ გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად, სასწავლო პროცესი ქვეყანაში ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
ცოტა ხნის წინ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება.