ბათუმის მაგთი-ში ხელფასების ზრდას ითხოვენ

13 იანვარი 2022, 20:35 920 ნახვა

მაგთიში 250  დასაქმებული ხელფასის გაზრდას ითხოვს.  ქვეყნის  მასშტაბით ისინი საგაფიცვო რეჟიმში არიან და ამბობენ, რომ არ აპირებენ განაახლონ მუშაობა, ვიდრე  ადმინისტრაცია  მათ შრომით ანაზღაურებას არ გადახედავს. გაფიცულები არიან კომპანიის ტექნიკური  სამსახურის  თანამშრომლები.

ამიტომ  ქსელში ტექნიკური ხარვეზის დაფიქსირების შემთხევაში, აბონენტებს მომსახურების პრობლემა შეექმნებათ-ამბობენ გაფიცულები.  მათივე თქმით, კომპანია მოთხოვნის შეუსრულებლობას ფინანსური რესურსის   არ  არსებობით  ხსნის.     კომპანია ,,მაგთიში“  კი აცხადებენ, რომ აპირებენ დავის სამართლებრივ   ჭრილში გადატანას და კანონის ფარგლებში საპასუხო  ნაბიჯს.

ამასთან ირწმუნებიან, რომ პანდემიის დროს ხელფასები  რამდენჯერმე გაიზარდა და რომ მოქმედებს საბუნოსო სისტემაც. ,,მაქსიმალურად ვცდილობთ სიტუაციის განმუხტვას გონივრულობის ფარგლებში“ -აცხადებენ კომპანიაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი