მაგთის თანამშრომლების ნაწილი ხელფასის მომატების მოთხოვნით გაიფიცა

13 იანვარი 2022, 15:00 1617 ნახვა

მაგთის 250 თანამშრომელი ხელფასების მომატებას ითხოვს.  ქვეყნის მასშტაბით ისინი საგაფიცვო რეჟიმში არიან და ამბობენ, რომ არ აპირებენ განაახლონ მუშაობა, ვიდრე ადმინისტრაცია  მათ შრომით ანაზღაურებას არ გადახედავს.

გაფიცულები არიან კომპანიის ტექნიკური  სამსახურის  თანამშრომლები.

გაფიცული თანამშრომლების ინფორმაციით, ქსელში ტექნიკური ხარვეზის დაფიქსირების შემთხევაში, აბონენტებს მომსახურების პრობლემა შეექმნებათ.  მათი თქმით, კომპანია მოთხოვნის შეუსრულებლობას ფინანსური რესურსის  არ არსებობით ხსნის. 

ჩვენ დავუკავშირდით მაგთის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და ველოდებით მათგან საპასუხო განმარტებას.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი